22 მარტს, 11:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში ბუხაიძის მეორე მიკრო რაიონში მდებარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა წყლის საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია სახელწოდებით ,,წერტილი დავუსვათ დაბინძურებას!“
აქცია გულისხმობდა მდინარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიის სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან დასუფთავებას, რომლის მთავარი მიაზანი იყო საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის ცნობიერების ამაღლება და მოწოდება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ წყალს, საერთოდ გარემოს და აღარ დააბინძურონ იგი.
ქალაქ ქუთაისში აქციას ორგანიზება გაუწია სამეცნიერო–ინტელექტუალურმა კლუბმა ,,თაობათა დიალოგმა“ და 350.ორგ–მა. ნარჩენებისგან ტერიტორიის გასუფთავებაში მონაწილეებს კომპანია ”ქუთსერვისი” დაეხმარა.