სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ”თაობათა დიალოგი”-ს ორგანიზაციის წევრი თამუნა კოპალიანი ვარ. 23 სექტემბერს ცაგერის რაიონში მოვხვდი. როგორც წესი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციებს ქუთაიში ვესწრებოდი და ვმონაწილეობდი მასში. ეხლა კი გული მწყდებოდა და დავიწყე ფიქრი რა შემეძლო გამეკეთებინა აქ ცაგერში. ჩემი ფიქრი ბაბუს გავუზიარე, რომელიც სულ 87 წლისაა. ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია და მუდმივად მიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ისტორიებს. გამომკითხა ქუთაისში რა აქცია ტარდებაო და მითხრა: ” ბუნების ფასი ჩემი ასაკის ადამიანმა უფრო იცის ბაბუუ. სულ ვუფრთხილდებოდი ბუნებასაც და საკუთარ ჯამთელობასაც, მაგიტომაც ვარ ეგეთ ”ჯანზე” . მართლაც, რომ ამ ბაბუს ჯან-ღონე ბევრ ახალგაზრდას შეშურდება. მერე დილით 24- ში გამაღვიძა და მითხრა მეც მინდა რამე გავაკეთო ამ აქციისთვისო, მოვიფიქრეთ პლაკატის შინაარსი. მე და ბაბუმ ერთად დავხატეთ, თვითონ დროშა მომიტანა და ადგილიც შეარჩია, შემდეგ კომპიუტერთანაც მოვიწვიე ერთად ავარჩიეთ რომელი ფოტო ჯობდა და facebook-ზეც განვათავსეთ. მას ვკითხე მისი ჯამთელობის საიდუმლო, იცით რა მიპასუხა?
”ბაბუ მე ყოველ დილით მზის ამოსვლასთან ერთად ვიღვიძებ, ვსუნთქავ სუფთა ჰაერს, ნამიან ბალახზე დავდივარ და ვტკბები ცისა და მიწის ჰარმონიით. ბუნება ხომ ყველაზე დიდი სასწაულია. მე მიყვარს ის და შვილივით ვუფრთხილდები. იცი, რის მჯერა? როგორც მე გავუფრთხილდები მას ისე გამიფრთხილდება… რა? არ მეტყობა? ”.
ცაგერელი ვოლოდია გოგიძე, 87 წლის მოძრავი პლანეტას შეუერთდა
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ”თაობათა დიალოგი”-ს ორგანიზაციის წევრი თამუნა კოპალიანი ვარ. 23 სექტემბერს ცაგერის რაიონში მოვხვდი. როგორც წესი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციებს ქუთაიში ვესწრებოდი და ვმონაწილეობდი მასში. ეხლა კი გული მწყდებოდა და დავიწყე ფიქრი რა შემეძლო გამეკეთებინა აქ ცაგერში.…