აქცია ზუგდიდში

2010 წლის 10 ოქტომბერს “Global Work Party”-ს ფარგლებში ასოციაცია ”მერკურთან” არსებულმა სასწავლო ცენტრმა ”გეორგო-ბალტმა” სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნევრივი რესურსების რეგიონალურ სამმართველოსთან ერთად ჩაატარა აქცია ”დავასუფთავოთ ზუგდიდი’’. დარიგდა ფლაერები და ჟურნალები. აქციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

10/10/10 – თბილისი ,,შეაჩერე კლიმატის ცვლილებები”

თბილისში აქცია ნერგების დარგვით დაიწყო.  აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტებმა 350 წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს.
ნერგების დარგვის შემდეგ, აქცია ვარდების მოედანზე გაგრძელდა, სადაც ახალგაზრდებმა სიმბოლურად 350გამოსახეს, ვერის პარკამდე მსვლელობა მოაწყეს და მოსახლეობას მოუწოდებდნენ: „ერთი წუთი ჩააქრე ძრავი.
სტუდენტების გარდა, აქციაში მონაწილეობა მიიღეს:
  • საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებბა,
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ,
  • თბილისის მერიის, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა,
  • თბილისის მერიის, ახალგაზრდული საქმეთა სამმართველოს უფროსმა,
  • საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, კანცლერმა, დეკანებმა,
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რეგიონული დეპარტამენტის თავმჯდომარემ,
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენელმა,
  • ს.ს “ვისოლ პეტროლიუმ ჯეორგია”-ს გენერალურმა დირექტორმა,
  • ამერიკული საბჭოების ხელმძღვანელობამ,
  • მსოფლიო ბანკის “ახალგაზრდული ხმები”-ს ხელმძღვანელობამ,
  • საქართველოს პარლამენტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარემ,
  • სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.

10/10/10 – ,,შეაჩერე კლიმატის ცვლილებები”

დღეს, 10 ოქტომბერს 09:30 საათზე ქალაქ ქუთაისში ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო აქცია 10/10/10, სახელწოდებით ,,შეაჩერე კლიმატის ცვლილებები”. აქცია გულისხმობდა ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას და ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა საშუალებების პოპულარიზაციას.
10/10/10 გლობალური დღის კოორდინატორია მსოფლიოში 350.org-ის კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო მოძრაობა რომელიც ამერიკელმა ეკოლოგმა ბილ მაკკიბენმა დააფუძნა.
ქალაქ ქუთაისში აქციას ორგანიზება გაუწია სამეცნიერო ინტელექტუალურმა კლუბმა ,,თაობათა დიალოგი”.
,,თაობათა დიალოგი” აქციაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის:
• ქალაქ ქუთაისის ახალგაზრდობისა და სპორტის საქალაქო სამსახურს;
• ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს;
• ,,ბრეს-საქართველოს” ქუთაისის მცირე საოჯახო სახლს;
• World Vision Georgia;
• “INER Georgia” – წყვილისა და სიცოცხლის სამსახურს;

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

ყოველი დღე ახალი ამბით იწყება. ამჯერად მნიშვნელოვან საერთაშორისო კამპანიას 10.10.10 -ს მხარდაჭერა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ აღუქვა, რომელმაც 350 ნერგი გამოჰყო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი როდესაც ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე საზოგადოება, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორები ერთად დგანან და მუშაობენ მის მოგვარებაზე.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

10.10.10 კამპანიამდე სულ რაღაც 18 დღე დარჩა. ყოველდღიურად სულ მეტი და მეტი მხარდამჭერი და ორგანიზატორი სხვადასხვა ადგილებიდან ეხმიანება აქციას. სამშაბათს წარმატებით დასრულდა შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სადაც სამინისტროს წარმომადგენლებმა არამხოლოდ სიტყვიერად გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა ღონისძიების მიმართ არამედ აქტიურად ჩაერთვნენ კამპანიის ორგანიზებაშიც. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წამახალისებელი აქტია მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კამპანიისათვის რომელიც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ არის მიმართული.

Rotaract New Generation

თიკო მესხი რომელიც მონაწილეობას იღებდა თურქეთში გამართულ კლიმატის ლიდერთა ბანაკში  დაბრუნებისას მიღებული გამოცდილება გაუზიარა სტუდენტ-ახალგაზრდებს. ინტერესი 350 მიმართ დიდია და დაგეგმილ 10.10.10 კამპანიას სულ მეტი და მეტი ახალაგზრდა უერთდება.

აქცია წყალტუბოში, იმერეთი

Уменьшить

22 აპრილს საერთაშორისო მოძრაობა 350.org–ის და სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგის” ინიციატივით ქ. წყალტუბოში გაიმართა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური აქცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქ. წყალტუბოს I, II, III ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლები და სასულიერო გიმნაზიიის აღსაზრდელები.

–,,დღს არის დედამიწის დღე და საერთაშორისო მოძრაობა 350.org და სამეცნიერო–იტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგი” წყალტუბოს მოსწავლე–ახალგაზრდობასთან ერთად შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე. წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება, რადგან ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში სწრაფად ცვლილებად კლიმატურ პროცესებს და იმასაც, რომ წამყვან სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ქმედითი ზომების მიღება პრობლემის მოსაგვარებლად.”

ღონისძიების ორგანიზატორი: ეკა ბოლოკაძე

აქციის განმავლობაში I საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დარგეს 30 ძირი ხე. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ველომარათონი, რომელშიც მონაწილეობდა 40-მდე მრბოლელი. ბავშვებმა მოხატეს მოედანი, სადაც სიმბოლურად დახატეს დედამიწა და თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს დედამიწის დღისადმი.

–,,მე ძალიან მომწონს ასეთი აქციები და ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხშირად უნდა გაიმართოს, მეთვითონ ვარ სპორცმენი, და ვეწევი ჯანსაღ ცხოვრებას და მინდა, რომ ყველა ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და გაუფრთხილდეს დედამიწას”.

მრბოლელი: გიორგი კოვზირიძე

აქციაში მონაწილეობოას იღებდა 100–ზე მეტი მოსწავლე–ახალგაზრდა. ინფორმაცია აქციის შესახებ გავრცელდა ნაციუნალურ და ადგილობრივი ტელე არხებით და ინტერნეტ მედია საშუალებებით. 350.org და სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი ,,თაობათა დიალოგი” მრავალ ეკონომიკურ მსგავს აქციებს მართავს და მოუწოდებს არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატოვო ჯგუფებს და ინდივიდუალებს რათა ერთობლივი კოორდინაციით ჩატარდეს 2010 წლის 10 ოქტომბრის საერთაშორისო აქცია სახელწოდებით “GET TO WORK”.(350.org)

Уменьшить

საერთაშორისო დედამიწის დღე საქართველოში

GETTING TO WORK WITH 350.org and RESEARCH-INTELLECTUAL CLUB “DIALOGUE OF GENERATIONS”

УменьшитьУменьшитьУменьшитьУменьшитьУменьшитьУменьшитьУменьшитьУменьшить