10/10/10 – ,,შეაჩერე კლიმატის ცვლილებები”

დღეს, 10 ოქტომბერს 09:30 საათზე ქალაქ ქუთაისში ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო აქცია 10/10/10, სახელწოდებით ,,შეაჩერე კლიმატის ცვლილებები”. აქცია გულისხმობდა ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას და ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა საშუალებების პოპულარიზაციას.
10/10/10 გლობალური დღის კოორდინატორია მსოფლიოში 350.org-ის კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო მოძრაობა რომელიც ამერიკელმა ეკოლოგმა ბილ მაკკიბენმა დააფუძნა.
ქალაქ ქუთაისში აქციას ორგანიზება გაუწია სამეცნიერო ინტელექტუალურმა კლუბმა ,,თაობათა დიალოგი”.
,,თაობათა დიალოგი” აქციაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის:
• ქალაქ ქუთაისის ახალგაზრდობისა და სპორტის საქალაქო სამსახურს;
• ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს;
• ,,ბრეს-საქართველოს” ქუთაისის მცირე საოჯახო სახლს;
• World Vision Georgia;
• “INER Georgia” – წყვილისა და სიცოცხლის სამსახურს;

Tags: , ,

2 Responses to “10/10/10 – ,,შეაჩერე კლიმატის ცვლილებები””

  1. Amazing pictures!!! Can you please send them to photos@350.org according to the instructions on http://www.350.org/en/photo-submission ? Thank you!

  2. yvjwzoizfjs says:

    Hl4n7H reeyhlituvlz, [url=http://siwzipmwvdfu.com/]siwzipmwvdfu[/url], [link=http://ithigswgdwwm.com/]ithigswgdwwm[/link], http://tqznxxirmixq.com/

Leave a Reply