საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

10.10.10 კამპანიამდე სულ რაღაც 18 დღე დარჩა. ყოველდღიურად სულ მეტი და მეტი მხარდამჭერი და ორგანიზატორი სხვადასხვა ადგილებიდან ეხმიანება აქციას. სამშაბათს წარმატებით დასრულდა შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სადაც სამინისტროს წარმომადგენლებმა არამხოლოდ სიტყვიერად გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა ღონისძიების მიმართ არამედ აქტიურად ჩაერთვნენ კამპანიის ორგანიზებაშიც. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წამახალისებელი აქტია მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კამპანიისათვის რომელიც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ არის მიმართული.