10 ნაბიჯი მოძრავი პლანეტა

როგორ გავუკეთოთ ორგანიზება გლობალურ კლიმატურ აქციას. 10 ნაბიჯი აქციის ორგანიზებისათვის თუ თქვენ გაქვთ რამოდენიმე თვე, კვირა ან თუნდაც რამოდენიმე დღე იმისთვის რომ დაგეგმოთ თქვენი კლიმატური აქცია – თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მითითებები რათა ორგანიზება გაუწიოთ მხიარულ, ეფექტურ და მნიშვნელოვან საერთაშორისო აქციას Moving Planet. მოვიდა დრო დავიკაპიწოთ ხელები, შევუდგეთ კლიმატური პრობლემების გადაწყვეტას ჩვენს საზოგადოებაში და გამოვუცხადოთ ჩვენს ლიდერებს “ჩვენ შევუდექით მუშაობას – თქვენ?”. იმისათვის რომ მიიღოთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია დაათვალიერეთ საიტი www.350.org 1. შეარჩიეთ აქციის იდეა და დარეგისტრირდით ბევრი საშულებები არსებობს, რომლებითაც თქვენ შეგიძლიათ გახადოთ თქვენი ეზო\რაიონი\ქალაქი\რეგიონი ეკოლოგიურად უფრო სუფთა. დავიწყოთ იქედან რომ გავაკეთოთ პატარა ბაღი, საჰაერო ტურბინა და დავასრულოთ ხეების დარგვით ან კიდევ გავაუმჯობესოთ იზოლაცია სკოლაში. შედით საიტზე http://moving-planet.org და დარეგისტრირდით რათა ჩაატაროთ კლიმატური აქცია. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ მონაცემები, მაგრამ უმჯობესია დარეგისტრირდეთ ადრე რათა სხვებმაც შეძლონ შემოუერთდნენ თქვენს აქციას. 2. შეკრიბეთ ერთად თქვენი ახლობლები შეიკრიბეთ თქვენს მეგობრებთან, მეზობლებთან, რომელიმე ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად რომლებიც დაინტერესებულები არიან ახალი ქმედების განხოეციელებით. გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ მოიცვათ უფრო დიდი მონაწილეთა საზოგადოება. იფიქრეთ ადგილობრივ ტაძრებზე, მეჩეთზე, სინაგოგაზე, პროფკავშირებზე, სპორტულ ჯგუფებზე, უნივერსიტეტზე ან მხატვართა გაერთიანებებზე რომლებმაც შეიძლება ასევე მონაწილეობა მიიღონ კლიმატურ აქციაში. იყავით გახსნილები ახალი იდეებისთვის და დარწმუნდით რომ პირველივე შეხვედრის შემდეგ ყოველი მონაწილე კონკრეტული დავალებით წავა. 3. დაგეგმეთ სამუშაო დადგა დრო ვიფიქროთ მასშტაბურად/ რა არის საჭირო თქვენს რაიონში იმისთის რომ გადახვიდეთ უფრო ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესზე/ უარი ვთქვათ ისეთი სათბობების გამოყენებაზე როგორიცაა (ნავთი, ნახშირი, აირი). არის თქვენს ქალაქში პროექტი რომელსაც ჭირდება დიდი რაოდენობით მოხალისეები განხორციელებისთვის? ასევე არ დაგავიწყდეთ ლოჯისტიკის საკითხები მაგ: მიიღოთ უფლება გამოიყენოთ საზოგადოების თავშეყრის ადგილები, პარტნიორების და სპონსორების მოძიება ინსტრუმენტების და რესურსების მოძიება რაც შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ. აუცილებელია შეიტანოთ განახლება თქვენს პროექტში საიტზე http://moving-planet.org რომ ხალხმა იცოდეს რა და როგორ ხდება პროექტში და როგორ შეიძლება ჩაერთონ მიმდინარე აქციაში. 4. დაგეგმეთ კლიმატური აქცია ეს დღე დღესასწაულად უნდა აქციოთ. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა შევკრიბოთ ყველა ერთად და გადავუხადოთ მადლობა მონაწილეობისათის, მიღებული შედეგისთვის და ასევე ყველას ვუჩვენოთ რამდენად მხიარული შეიძლება იყოს ეკოლოგიური სამსახური. სადღესასწაულოდ შეიძლება ჩავრთოთ ვახშამი პარკში და თავისუფალი მიკროფონი. ერთობლივად მოვაწყოთ ყავისა და ცეკვის საღამო. 5. მოყევით მომხდარის შესახებ დაიწყეთ თქვენი მეგობრებიდან, მოუყევით თქვენი გეგმების შესახებ, ასევე მეზობლებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს, ეკოლოგებს და სპორტ კლუბებს. მოვიდა მოქმედების დრო და ყოველ თქვენგანს ექნება თავისი როლი. ამიტომ აიღეთ ხელში ტელეფონი და გადარეკეთ მეგობრებთან და დააგზავნეთ ელექტრონული შეტყობინებები. ეს სამუშაო შეიძლება შეასრულოს რამოდენიმე ადამიანმა. თხოვეთ დახმარება მათ ვინც მონაწილეობს თქვენს კლიმატურ აქციაში და პაუხისმგებლობაც აიღონ თავიანთ თავზე, რომ ხალხი გააფრთხილონ და არ დაგავიწყდეთ ინფორმაციის გავრცელება ადგილობრივ მედია საშუალებებით. 6. მოიწვიეთ ჩინოვნიკები კლიმატური კვირეულის ჩატარება შესანიშნავი საბაბია იმისათის რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დაანახოთ რომ თქვენ უკვე დაიწყეთ მუშაობა, ასევე კითხოთ მათ იმის შესახებ თუ როგორი პროექტით გეგმავენ დაიწყონ მუშაობა თუ როგორ გადავიდნენ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე და მდგრად განვითარებაზე. დარწმუნდით რომ თქვენ თხოვთ მათ კონკრეტულად რამეს მაგალითად დაგეხმარონ თქვენი ადგილობრივი კამპანიის Moving Planet ჩატარებაში და მხარი დაუჭირონ სახელმწიფო ინიციატივებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. 7. მოიწვიეთ მასმედია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშუალება ყურადღების მისაქცევად თქვენი კლიმაური აქციის მიმართ არის მასმედია. გააშუქონ თქვენი კლიმატური კვირეული. დაიწყეთ იქედან რომ გაიგეთ რომელი ჟურნალისტი მუშაობს გარემოს დაცვის და კლიმატურ პრობლემებზე თქვენს რეგიონში. დაფიქრდით იმაზე თუ რას აკეთებს თქვენი აქცია მნიშვნელოვანს და ღირსშესანიშნავს მედიისათვის. Moving Planet შესახებ მიიღეთ მეტი მედია მასალები http://www.moving-planet.org/resources 8. მოახდინეთ თქვენი კლიმატური აქციის ვიზუალიზაცია იმისათვის რომ თქვენი იდეა მიწოდებულ იქნეს თქვენი რეგიონის ლიდერებისთვის ყოველ კლიმატურ აქციას შეიძლება ქონდეს თავისი ბანერი, პლაკატი ან მებისმიერი სხვა საშუალება ყურადღების მისაქცევად. გამოიყენეთ ფანტაზია, აუცილებლად აამოქმედეთ ხალხი ვინც თქვენს პროექტზე მუშაობს. გადაიღეთ ფოტოები იმისათვის რომ ლიდერებმა დაინახონ თქვენი მუშაობა. 9. ჯერ საქმე და მერე გართობა მოამზადეთ სამუშაო ხელთათმანები და დაიკაპიწეთ ხელები. სანამ შეუდგებით მუშაობას აღნიშნეთ ყველა თქვენი მიღწევა დღის ბოლოს და აუცილებლად გადაიღეთ ფოტოები მთელ გუნდთან ერთად. ასევე ჩაინიშნეთ ყველა მონაწილის საკონტაქტო მისამართები. ეს დაგეხმარებათ იმაში რომ შემდგომშიც იქონიოთ ამ ხალხთან კავშირი. 10. გაგრძელება ეს თქვენი ღონისძიების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც კი დამთავრდება თქვენი კამპანია აუცილებლად ამოარჩიეთ ერთი ყველაზე კარგი ჯგუფური სურათი და ატვირთეთ world.350.org/georgia საიტზე. ეს მნიშვნელოვანია. ეს მოგვცემს საშუალებას მივიტანოთ თქვენი მთავარი იდეა მასმედიამდე და ხელისუფლებამდე რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებებს. ამის შემდგომ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ დაგეგმვა თქვენი შემდგომი მოქმედებების.