მოძრავი პლანეტა ქუთაისი

”მოძრავი პლანეტა- დღე წიაღისეული საწვავის გარეშე” – ამ ლოზუნგითა და მშვიდობიანი მსვლელობით ქუთაისი საერთაშორისო მოძრაობის ღონისძიებას შეურთდა. აქციის მიზანი მიმდინარე კლიმატური ცვლილებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება და ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების პროპაგანდა იყო. ღონისძიება მონაწილეების მიერ ისრის (აქციის ლოგო) სიმბოლური გამოსახვით დასრულდა.

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობა 350.org 24 სექტემბერს ატარებს საერთაშორისო კამპანიას ”მოძრავი პლანეტა”- დღე წიაღისეული საწვავის გარეშე. აღნიშნული აქცია ერთდროულად მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია საზოგადოება გავხადოთ ინფორმირებული მიმდინარე კლიმატის ცვლილებების თაობაზე და მოვუწოდოთ მათ, მაქსიმალუარად იქნას გამოყენებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატიული გადაადგილების საშუალებები.

აქციაზე ვეპატიჟებით ნებისმიერ მსურველს, ფეხით მოსიარულეს, ველოსიპედისტს, სკეიტბორდისტს, რათა მსვლელობა გახდეს უპრეცენდენტოდ მასშტაბური და ხალხმრავალი. საქართველო უკვე მესამე წელია მონაწილებს 350.org -ის საერთაშორისო  აქციებში.

ქუთაისი საერთაშორისო მოძრაობის ღონისძიებას მშვიდობიანი მსვლელობით უპასუხებს. მსვლელობა 11:00 საათზე ფოლკლორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან   (ყოფილი კინო ქუთაისის შენობა) დაიწყება და ასსაფეხურიან ბალახვანის კიბეებთან დასრულდება, სადაც  საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ აქციის ორგანიზატორები. ღონისძიება მონაწილეების მიერ  ველოსიპედის ან ისრის (აქციის ლოგო) სიმბოლური  გამოსახვითა  და საერთო ფოტოს გადაღებით დასრულდება.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა კლიმატის კვირეულს 15 წელზე მეტია ყოველწლიურად ატარებს. აღსანიშნავია, რომ საკუთარი ისტორიის მანძილზე საქართველოში, წელს პირველად, კლიმატის კვირეულს (24–30 სექტემბერი), ქუთაისი გახსნის.