ანაკლიის სანაპიროს დასუფთავება

10-5კმ-იანი გარბენი -წიაღისეული საწვავის გარეშე

ველოსიპედისტებმა თბილისის ცენტარლური ქუჩა გადაკეტეს ლოზუნგით “ჩააქრე ძრავი – გზა დაუთმე ეკოტრანსპორტს”

ქუთაისმა საერთაშორისო აქციას მოძრავი პლანეტა მშვიდობიანი მსვლელეობით უპასუხა

”მოძრავი პლანეტა- დღე წიაღისეული საწვავის გარეშე” – ამ ლოზუნგითა და მშვიდობიანი მსვლელობით ქუთაისი საერთაშორისო მოძრაობის ღონისძიებას შეურთდა. აქციის მიზანი მიმდინარე კლიმატური ცვლილებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება და ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების პროპაგანდა იყო. ღონისძიება მონაწილეების მიერ ისრის (აქციის ლოგო) სიმბოლური გამოსახვით დასრულდა.  

ცაგერელი ვოლოდია გოგიძე, 87 წლის მოძრავი პლანეტას შეუერთდა

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ”თაობათა დიალოგი”-ს ორგანიზაციის წევრი თამუნა კოპალიანი ვარ. 23 სექტემბერს ცაგერის რაიონში მოვხვდი. როგორც წესი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციებს ქუთაიში ვესწრებოდი და ვმონაწილეობდი მასში. ეხლა კი გული მწყდებოდა და დავიწყე ფიქრი რა შემეძლო გამეკეთებინა აქ ცაგერში. ჩემი ფიქრი ბაბუს გავუზიარე, რომელიც სულ 87 წლისაა. ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია და მუდმივად მიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ისტორიებს. გამომკითხა ქუთაისში რა აქცია ტარდებაო და მითხრა: ” ბუნების ფასი ჩემი ასაკის ადამიანმა უფრო იცის ბაბუუ. სულ ვუფრთხილდებოდი ბუნებასაც და საკუთარ ჯამთელობასაც, მაგიტომაც ვარ ეგეთ ”ჯანზე” . მართლაც, რომ ამ ბაბუს ჯან-ღონე ბევრ ახალგაზრდას შეშურდება. მერე დილით 24- ში გამაღვიძა და მითხრა მეც მინდა რამე გავაკეთო ამ აქციისთვისო, მოვიფიქრეთ პლაკატის შინაარსი. მე და ბაბუმ ერთად დავხატეთ, თვითონ დროშა მომიტანა და ადგილიც შეარჩია, შემდეგ კომპიუტერთანაც მოვიწვიე ერთად ავარჩიეთ რომელი ფოტო ჯობდა და facebook-ზეც განვათავსეთ. მას ვკითხე მისი ჯამთელობის საიდუმლო, იცით რა მიპასუხა? ”ბაბუ მე ყოველ დილით მზის ამოსვლასთან ერთად ვიღვიძებ, ვსუნთქავ სუფთა ჰაერს, ნამიან ბალახზე დავდივარ და ვტკბები ცისა და მიწის ჰარმონიით. ბუნება ხომ ყველაზე დიდი სასწაულია. მე მიყვარს ის და შვილივით ვუფრთხილდები. იცი, რის მჯერა? როგორც მე გავუფრთხილდები მას ისე გამიფრთხილდება… რა? არ მეტყობა? ”.

დედამიწის დღე საქართველოში

პირველად საქართველოში! უპრეცენდენტო ვირტუალური აქცია “დედამიწის დღე” 1970 წლის 22 აპრილს დაიწყო დედამიწის დღის აღნიშვნა. ყოველწლიურად ის 179 ზე მეტ ქვეყანაში ხალხმრავალი შეკრებებით და ზარებით აღინიშნება. სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობა 350.org აწყობს დედამიწის დღეს სოციალურ ქსელში რადგან აქ ყველაზე დიდი საზოგადოების თავშეყრის ადგილია :)) აქციის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გარემოში მიმდინარე ცვლილებებისადმი და მოწოდება ერთად ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ? დაიმაგრეთ მწვანე გული თქვენს პროფილზე! აქციაში მონაწილეობის გზები: • დაწერეთ საინტერესო, ორიგინალური, გარითმული მესიჯი; • ის ვინც ყველაზე მეტ “Like” პოსტის ავტორი იქნება ან მეტ კომენტარებს დაიმსახურებს გახდება 2011 წლის დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სურათი, ვიდეო, სლოგანი. • ლოზუნგი განთავსდება www.ricdog.org და world.350.org/georgia საიტებზე. შემოგვიერთდით ერთად გავამწვანოთ გარემო…

First Time in Georgia – Virtual Earth Day on Social Networks! 350.org Georgia and Research-Intellectual Club “Dialogue of Generations” organize Virtual Earth Day Action on Social Networks! How can you participate? Make Green Heart on your Profile! add interesting, original massages; person who collect most “like” and comments on his/her photos, slogans, videos will be choose as 2011 Earth Day Photo, Slogan, Video which will be publish on sites: world.350.org/georgia; ricdog.org

წყლის საერთაშორისო დღე ქუთაისში

22 მარტს, 11:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში ბუხაიძის მეორე მიკრო რაიონში მდებარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა წყლის საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია სახელწოდებით ,,წერტილი დავუსვათ დაბინძურებას!“ აქცია გულისხმობდა მდინარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიის სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან დასუფთავებას, რომლის მთავარი მიაზანი იყო საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის ცნობიერების ამაღლება და მოწოდება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ წყალს, საერთოდ გარემოს და აღარ დააბინძურონ იგი. ქალაქ ქუთაისში აქციას ორგანიზება გაუწია სამეცნიერო–ინტელექტუალურმა კლუბმა ,,თაობათა დიალოგმა“ და 350.ორგ–მა. ნარჩენებისგან ტერიტორიის გასუფთავებაში მონაწილეებს კომპანია ”ქუთსერვისი” დაეხმარა.

10.10.10 კამპანია სამტრედიაში

ქალაქ სამტრედიაში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო აქცია 10/10/10 გაიმართა , სახელწოდებით – ,,შეაჩერე კლიმატის ცვლილებები”! აქცია გულისხმობდა ქალაქის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას და ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა საშუალებების პოპულარიზაციას. აქციის ფარგლებში მოეწყო ფეხით სვლა და მოსახლეობას მიეწოდა უნფორმაცია ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. აქციის დევიზი იყო ,,დაიცავით გარემო”. აქცია განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სამტრედიის განვითარების ასოციაცია”. აქციაში მოაწილეობა მიიღო ორგანიზაციის წევრებმა და მოხალისე ახალგაზრდებმა.

10.10.10 ბაღდათში

ქალაქ ბაღდათში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო აქცია 10/10/10 გაიმართა , სახელწოდებით – ,,შეაჩერე კლიმატის ცვლილებები”! აქცია გულისხმობდა ქალაქის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას და ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა საშუალებების პოპულარიზაციას. ქალაქ ბაღდათის აქციის ორგანიზატორი იყო საინიციატივო ჯგუფი: ,,ბაღდათის ახალგაზრდული განვითარების ცენტრი”. აქციას მხარი დაუჭირა ბაღდათის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა.

ITV.ge 10.10.10 აქციის შესახებ